კალაძე: მოხდება მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მოდერნიზაცია

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ სადგური „ვარკეთილი“ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. მოვუწოდებ დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ჩაერთონ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

მეტრო - Sputnik საქართველო
მეტროს ქართველ მემანქანეებს ბელარუსელი მემანქანეები ჩაანაცვლებენ – რას გეგმავს მერია

როგორც კალაძემ განაცხადა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის რამდენიმე ვარიანტი მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

როგორც მერმა აღნიშნა, რეაბილიტაციის შემდეგ სადგური „ვარკეთილი“ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ 2018 წლის იანვარში უბედური შემთხვევა მოხდა – შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ დედაქალაქის მერია მეტროს ამ სადგურის მოდერნიზაციას გეგმავს.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.

ყველა ახალი ამბავი
0