10:51 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1910)
56 0 0

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის ქუჩებში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, დამონტაჟდეს ელექტროდამტენები. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან.

კალაძის განცხადებით, ელექტროდამტენების დამონტაჟება დედაქალაქის ქუჩებში ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, მათ შორის აღნიშნული პროგრამაც.

„ძალიან ბევრ პროექტზე უარის თქმა მოგვიწია, ბიუჯეტი შემცირდა და ამ მდგომარეობამ გავლენა მოახდინა აღნიშნულ პროგრამაზეც. გვაქვს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ დედაქალაქის მერიას შეუძლია მოახდინოს ამ ელექტროდამტენების პრივატიზაცია, რეალიზაცია და ამ პროგრამაში კერძო სექტორის ჩართვა.

„დღეს გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა. ამით არ უნდა დაზარალდეს ეს ინიციატივა და ეს პროგრამა, ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე: მზად ვართ, ელექტრომობილების მფლობელებს დამტენები სახლთან უფასოდ დავუმონტაჟოთ>>

კახა კალაძემ ვიცე-მერს დაავალა მოიძიოს თანხები, რათა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს დამტენების მონტაჟი, ხოლო შემდგომში მოხდეს მათი პრივატიზაცია.

თემები:
თბილისი დღეს (1910)

მთავარი თემები