ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები კიდევ 49 ოჯახს გადასცა

© Sputnik / Alexander Imedashviliდიდუბის რაიონი
დიდუბის რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, თბილისის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
როგორ მივიღოთ თბილისში ბინა ერთ ლარად: ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა

კალაძის განცხადებით, ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გლდანის, ისნის, დიდუბისასა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 49 ოჯახს.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი რაიონების გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, იმ ადამიანებს და ოჯახებს მივმართო, ვისაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონების გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ. შესაბამისი სამსახურები მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის შევსება, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება“, – განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელ ფართში, ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა და ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ უკანონო მშენებლობების დაკანონება არ მოხდება, დასძინა კალაძემ.

დედაქალაქის მერია კვლავ აგრძელებს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე 1000-მდე ოჯახს დაუკანონდა.

ყველა ახალი ამბავი
0