კალაძე: დედაქალაქში ქაოსსა და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ

© photo: Sputnikავტომობილი ტროტუარზე
ავტომობილი ტროტუარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა, სადაც ჩანს ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებზე ან ავტობუსის ზოლებშია გაჩერებული.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ამ რთულ ვითარებაში დაჯარიმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად შეიკავონ თავი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში განუკითხაობა იყოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ბასლეინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2021
თბილისში ავტომობილებისთვის ე.წ. ბასლეინებზე მოძრაობა კვლავ დაშვებულია

როგორც კალაძე განმარტავს, ქალაქში ხშირია პარკირების წესების დარღვევა, კერძოდ, ავტობუსის ზოლებში, ტროტუარებსა და ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, რაც დედაქალაქში ქაოსს იწვევს.

კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნული საკითხით დაინტერსდეს და მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს.

„გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, თუმცა ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში... შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსო ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მოუწოდა ვიცე-მერს, იმ შეთხვევაში, თუ იქნება არასწორი პარკირება, დროული რეაგირება ჰქონდეთ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით.

ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება>>

რადგან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, იმატა კერძო ავტომობილების რაოდენობამ, ამან კი ქუჩებში „საცობები" წარმოქმნა. ამის გამო დედაქალაქის მერიამ ე.წ. ბასლეინებზე ავტომობილების გადაადგილება ჯერ წინასაახალწლოდ დაუშვა, შემდეგ უკვე იანვრის დასაწყისშიც. ასეთი რეჟიმი, მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე გაგრძელდება. 

ყველა ახალი ამბავი
0