05:28 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
129620

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიის პარკინგზე შემავალ და გამომავალ მანქანებს არ გაატარებენ

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის გასაპროტესტებლად თბილისის მერიის წინ პარკინგი გადაკეტეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ ამოქმედდება.

„მოვითხოვთ, დროულად მოხსნას მთავრობამ ყველა რეგულაცია, რომელიც ღარიბ ფენას კიდევ უფრო აღარიბებს. კეთილი ინებოს კახა კალაძემ, სხვა მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, როგორც რიგითი ადამიანები პურის საშოვნელად ყოველდღე სამსახურში წასასვლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მამუკა ჯუღელმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები არ გაატარებენ მანქანებს, რომლებიც თბილისის მერიიდან გავლენ.

მომიტინგეები ერთმანეთს ჯაჭვებით გადაებნენ და მერიის პარკინგზე შესასვლელთან ერთგვარი ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკრძალვა ძირითადად შეეხო მოსახლეობის ღარიბ ფენას, რომელსაც ავტომობილის შეძენის და შენახვის საშუალება არ აქვს. ტაქსის მომსახურებაზე გაზრდილი ფასების ფონზე აკრძალვის მორიგმა გაგრძელებამ მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მათთვის კი, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, გადაადგილება ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თავისუფალია.

 

 

მთავარი თემები