04:08 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1856)
185 0 0

დედაქალაქის მერიაში გადაწყვეტილების მიზეზად თბილისში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მატებას ასახელებენ, რაც ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია

თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. კერძო სატრანსპორტო საშუალებები დედაქალაქში არსებულ ე.წ. ბასლაინებზე მოძრაობას კვლავ შეძლებენ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

დედაქალაქის მერიამ გასული წლის 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა. მერიამ ეს გადაწყვეტილება ქალაქში კერძო ავტომობილების სიმრავლის გამო მიიღო, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დროებით შეჩერებამ გამოიწვია.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილება ძირითადად კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.

„გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქალაქის მასშტაბით კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, რვა დიდ ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები. 

თემები:
თბილისი დღეს (1856)

მთავარი თემები