18:13 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
203 0 0

ოჯახები აღნიშნულ ბინებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. აფრიკაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახი კახა კალაძის ნაჩუქარ ბინაში პირველად შევიდა >>

უწყების ინფორმაციით, ბინების დაკანონების პროცედურები უკვე დაიწყო და დევნილი ოჯახები ბინების მესაკუთრეები 2021 წლის დასაწყისში გახდებიან. 

„დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას მისცემს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მინდა მივულოცო დევნილებს დამდეგი შობა და ახალი წელი და საკუთარ სახლებში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო“, - განაცხადა დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილი ოჯახები აღნიშნულ შენობაში წლებია ცხოვრობენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

მთავარი თემები