00:17 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1866)
864 0 0

სწრაფი ტესტებით კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროული გამოვლენა და რისკების თავიდან აცილებაა, აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 18 ათასი ტაქსის მძღოლი SMS–შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას, თუ სად შეუძლიათ ანტიგენზე სწრაფი ტესტის ჩატარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა>>

ეპიდვითარების გაუარესების გამო 2 დეკემბერს საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის – არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ტაქსით მგზავრობა მოქალაქეებს უფრო ხშირად უწევთ და აქ, შესაბამისად, იზრდება ინფიცირების რისკი.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაქსის მძღოლები ცალკე რისკ–ჯგუფად განისაზღვრა, ვინაიდან მათ მოსახლეობის დიდ ნაწილთან უწევთ კონტაქტი, შესაბამისად, გადაწყდა, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაიტარონ, რაც შეამცირებს რისკებს.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის საწინააღმდეგო აცრა ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ. კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსდება.

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.

თემები:
თბილისი დღეს (1866)

მთავარი თემები