19:10 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1856)
45 0 0

თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები საახალწლოდ რაიონებში წასვლას შეძლებენ და ახალ წელს სახლებში შეხვდებიან.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს  ქუჩები>>

კალაძის თქმით, ქალაქში, პანდემიის მიუხედავად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებს. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, - განაცხადა მერმა

კალაძემ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში  განაცხადა, რომ თბილისის მერიისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები 2021 წელსაც იქნება პრიორიტეტული მიმართულება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან მათ განსახორციელებლად დაახლოებით 350 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

თემები:
თბილისი დღეს (1856)

მთავარი თემები