კალაძე: ვთხოვ ყველა პარტიას, ჩამოხსნას საარჩევნო პლაკატები

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო პლაკატები
წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა ჩამოხსნან სააგიტაციო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. იმედი მაქვს, ყველა პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საარჩევნო პლაკატებს ჩამოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

ანა დოლიძის „მადლიერების მარში - Sputnik საქართველო
ანა დოლიძის „მადლიერების მარში“, ანუ მადლობა მხარდამჭერებს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული ღობეებსა და კედლებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩამოხსნის პლაკატებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული. არავის აქვს სურვილი, რომ დავაჯარიმოთ ვიღაცები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კანონმდებლობის თანახმად, სააგიტაციო მასალა შეიძლება გაიკრას შენობებზე, ნაგებობებზე და სხვა ობიექტებზე მათ მესაკუთრეებთან ან მფლობელებთან შეთანხმების შემთხვევაში. ამასთან, მათი გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობებსა და ძეგლებზე, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოების, პროკურატურის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0