ანა დოლიძის „მადლიერების მარში“, ანუ მადლობა მხარდამჭერებს

© Sputnik / Alex Shlamovანა დოლიძის „მადლიერების მარში"
ანა დოლიძის „მადლიერების მარში - Sputnik საქართველო
ანა დოლიძემ ისაუბრა იმაზე, რატომ ჩამოხსნეს საარჩევნო პლაკატები და რატომ დაალაგეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და თავის მხარდამჭერებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მადლობა ასე გადაუხადა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

ანა დოლიძემ დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ხმების 17,95%-ით მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ტურში ვერ გადავიდა. ხმების უმრავლესობა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლკიმ, ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციური „გირჩის“ კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დაიკავა.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
ქალები ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ: დეპუტატობის ყველაზე კაშკაშა კანდიდატები საქართველოში

დღევანდელი მსვლელობა დაიწყო და დასრულდა იმ უბნებთან, სადაც ანა დოლიძემ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიების ფარგლებში მან და მისი გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს და კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები დაალაგეს.

„პირველად ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ჩვენ დავბრუნდით იმ ხალხთან, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კამპანიას და მე, დავბრუნდით იმისთვის, რომ გადამეხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩუღურეთელებმა და დიდუბელებმა გამომიცხადეს 31 ოქტომბერს. მიუხედავად გაყალბებისა, ამ უბნებმა გამოგვიცხადეს მხარდაჭერა და ამ ხალხს ეკუთვნის მადლობა. ჩვენ ჩამოვხსნით პლაკატებს, რომლებიც გავაკარით საარჩევნო კამპანიის დროს, რადგან ხალხისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, მოძრაობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და დაალაგებენ იმ წერტილებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, წინასაარჩევნო პლაკატები არჩევნების ჩატარების შემდეგ 15 დღის განმავლობაში უნდა ჩამოიხსნას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური