12:18 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (317)
46 0 0

ამჟამად ბიუჯეტი დაუბრუნდა მერიას, რომელმაც შესაძლო შესწორებები ორი კვირის განმავლობაში უნდა შეიტანოს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik თბილისში 2021 წელს მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დაფინანსება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ ცხოველთა მონიტორინგზე 235,5 ათასი ლარი გამოიყოფა. 2020 წელს კი გამოყოფილი იყო სამჯერ მეტი – 704 ათასი ლარი. ამგვარად, ბიუჯეტი შემცირდა თითქმის 67%-ით.

მერიის პრეს-სამსახურში „Sputnik-საქართველოს“ განუცხადეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ კიდევ განიხილება და მუშავდება, ამიტომ რიცხვები შეიძლება შეიცვალოს.

ამჟამად დოკუმენტი დაუბრუნდა მერიას, რომელმაც შესაძლო შესწორებები უნდა შეიტანოს და ის საკრებულოს 10 დეკემბრამდე დაუბრუნოს. ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ 20 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი ოდენობის თანხები დაიხარჯება ავარიული კორპუსების გამაგრებაზე, ტრანსპორტზე, გზებსა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (212,3 მილიონ ლარზე მეტი).

თემები:
თბილისის მერია (317)

მთავარი თემები