09:19 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (355)
8301

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 20 ნოემბრიდან ამოქმედდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით.

მერიის ინფორმაციით, ზონალური პარკირებისთვის ვაკის რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მათგან მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის – 1 577, შშმ პირთათვის – 47, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა:

ილია ჭავჭავაძის გამზირი – 41 ადგილი; ატენის ქუჩა – 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა – რვა ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა – 56 ადგილი; ლევან მიქელაძის ქუჩა – 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა – 27 ადგილი; ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა – 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა – 29 ადგილი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი – 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა – 81 ადგილი; ირაკლი აბაშიძის ქუჩა – 316 ადგილი;

მცხეთის ქუჩა – 79 ადგილი; შროშის ქუჩა – 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა – რვა ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა – 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ – 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა – 101 ადგილი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა – 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – 15 ადგილი; ნაფარეულის ქუჩა – 21 ადგილი; რაფიელ ერისთავის ქუჩა – 11 ადგილი; ბაზალეთის ქუჩა – 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა – 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა – 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა – 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა – 17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა – 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა – 111 ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

უწყების ცნობით, ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (355)

მთავარი თემები