03:29 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
77 0 0

საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. გუშინ ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 1489 მგზავრმა სცადა, ხოლო პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება>>

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების კუთხით მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

„ვიცავთ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. კონტროლი გრძელდება როგორც ავტობუსებში, მიკროავტობუსებში, ასევე მეტროში. ხშირია შემთხვევები, რომ მხოლოდ პირზე აქვთ პირბადე და მთლიანად არ უფარავთ ცხვირსა და პირს. ორ შემთხვევაში მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კალაძის ინფორმაციით, გუშინ 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, პირბადის გარეშე ემგზავრა, თუმცა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ და გაიკეთეს პირბადე. ასევე გამოვლინდა ფეხზე დგომით მგზავრობის სამი შემთხვევა, რის გამოც მგზავრებს რეკომენდაცია მიეცათ, მიკროავტობუსის მძღოლებს კი ორი დღით აეკრძალათ მუშაობა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა პირბადის გარეშე, აკრძალულია ასევე მიკროავტობუსებში მგზავრობის დროს ფეხზე დგომა.

საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეშიც. როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისა და გადაადგილების გამო მოქალაქე დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო შენობის მფლობელი, სადაც დარღვევა მოხდება, 500 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები