18:27 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1825)
145 0 0

დღეს ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა მიმდინარეობს. აქედან პირველი უკვე ხვალიდან ამოქმედდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, რომელიც ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემოყვანას მიეძღვნა.

დღეს დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსებისა და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა. 

პრეზენტაციაზე კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც განვითარებულ, დიდ ქალაქებში არის მიღებული და უკვე განხორციელებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ახალი საავტობუსო ქსელის გაშვებით საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2,5-ჯერ. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

როგორც პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება კი იქნება ფიქსირებული, რითიც მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომის და მგზავრის ფეხზე დგომის პრევენცია მოხდება.

მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით განხორციელდება.

თბილისში „ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსს შემოიყვანენ>>

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. 2021 წელს ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.

გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, „ევრო 5“ ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი. მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.

თემები:
თბილისი დღეს (1825)

მთავარი თემები