02:07 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1793)
67 0 0

კახა კალაძის განცხადებით, 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ არის, ამიტომ საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვები.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის 300 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალ მიკროავტობუსებს თბილისის მერია შეიძენს>>

კალაძის განცხადებით, ძველი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად და 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი, 18 სექტემბერს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

„გვყავს გამარჯვებული კომპანია, „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსები“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაამატა, რომ 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ იქნება და საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვების განხორციელება.

„პირველი წლების განმავლობაში თბილისში დაახლოებით 3 ათასამდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1200-მდე შემცირდება, მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ ქსელის, ძირითად რაიონებში ივლის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, საჭიროა მიკროავტობუსებიც“, – განაცხადა კალაძემ.

„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას>>

თბილისს ამჟამად დაახლოებით 1,8 ათასი „მარშრუტკა" ემსახურება. დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თემები:
თბილისი დღეს (1793)

მთავარი თემები