08:02 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1781)
35 0 0

ახლა უკვე რაგბის თამაშს პატარებს საბავშვო ბაღიდან მიაჩვევენ და, როგორც ჩანს, რაგბის ნაკრებისთვის ღირსეული ცვლა გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის №156 საბავშვო ბაღის ეზოში რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

პროექტი სააგენტომ განახორციელა. მის გახსნას უწყების ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156 ბაღში – საქართველოს მასშტაბით პირველად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

იდეის ავტორია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონიდან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. მინი-სტადიონის გახსნას ისიც ესწრებოდა. მან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს რაგბის ბურთები გადასცა.

თემები:
თბილისი დღეს (1781)

მთავარი თემები