დიდი სპორტი პატარებისთვის: თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო

© photo: Georgian Rugby / FBქართველი მორაგბეები ვარჯიშზე
ქართველი მორაგბეები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა უკვე რაგბის თამაშს პატარებს საბავშვო ბაღიდან მიაჩვევენ და, როგორც ჩანს, რაგბის ნაკრებისთვის ღირსეული ცვლა გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის №156 საბავშვო ბაღის ეზოში რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

პროექტი სააგენტომ განახორციელა. მის გახსნას უწყების ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156 ბაღში – საქართველოს მასშტაბით პირველად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

იდეის ავტორია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონიდან, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. მინი-სტადიონის გახსნას ისიც ესწრებოდა. მან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს რაგბის ბურთები გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0