01:22 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (260)
83 0 0

ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემაზე თბილისის ბიუჯეტიდან 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, განახლენულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება, იუწყება თბილისის მერია.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,2 მილიონი ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი.

„LED განათების მონტაჟი თავიდანვე გათვალისწინებული იყო და როგორც ყოველთვის ვამბობდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოს უნდა მომხდარიყო. დღეს ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას და მონტაჟდება ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩამოტანილია. თვის ბოლოს სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

2019 წელს დედაქალაქის გზების მშენებლობასა და რემონტზე 140 მლნ ლარი გამოიყო.

თემები:
თბილისის მერია (260)

მთავარი თემები