თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1,88 მილიონი ლარია, იუწყება პირველი არხი.
სკამების შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციაში ურბანული მოხმარების სკამების ესკიზები და ტექნიკური პარამეტრებია მოყვანილი. იგეგმება 155 ერთეულის შესყიდვა, მათგან რვა ოთხკუთხედი უნდა იყოს, 11 – მრგვალი, 66 – თეთრი და 60 – ხის სკამი.
ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს. მანამდე კი, გამზირზე დროებით ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა.