05:21 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)
139 0 0

ხეების სანიტარული ჭრის სამუშაოები დაავადების გავრცელების შესაკავებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მოჭრას 25 აგვისტოს დაიწყებენ, იუწყება დედაქალაქის მერია.

ივანიშვილის ახალი პროექტი: რას უპირებს მილიარდერი ძველი იპოდრომის ტერიტორიას?>>

ხეების სანიტარული ჭრის სამუშაოები დაავადების გავრცელების შესაკავებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა რაიონს მოიცავს.

თბილისის მერიის ინიციატივით დაავადებული ხეები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. ასეთი ტიპის კვლევები საქართველოში პირველად ჩატარდა.

სპეციალისტებმა კვლევები ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებში ჩაატარეს, რომლის შედეგების მიხედვით, ხეების დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით მოქმედებების გეგმა შეადგინეს.

მერიის პრიორიტეტია რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ თითოეული მოჭრილი ხის სანაცვლოდ ახალს დარგავენ.

ხეების მოჭრის სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ატარებს.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (136)

მთავარი თემები