ივანიშვილის ახალი პროექტი: რას უპირებს მილიარდერი ძველი იპოდრომის ტერიტორიას?

გამოწერა
ამ დრომდე იპოდრომის ტერიტორია კომპანია „ინვესტ კაპიტალს“ ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს, იუწყება რადიო „კომერსანტი“.

ივანიშვილის მეგობრის, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის თემურ ტყემალაძის თქმით, რომელიც ასევე მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტის ავტორია, იგი თავად არ არის ჩართული ამ პროექტში, თუმცა ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს. 

აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ულამაზესი ფოტოები ვრცელდება

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ 60 მლნ ლარად შეისყიდა.

როგორც ტყემალაძემ განაცხადა, იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, განადგურებული ტერიტორია კი აღდგება. მისი განმარტებით, ეს ზონა – თბილისის „გული და ფილტვი“ არ შეიძლება კეთილმოუწყობელი დარჩეს.

ამ დრომდე იპოდრომის ტერიტორია კომპანია „ინვესტ კაპიტალს“ ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია. იპოდრომის ტერიტორიის მშენებლობებისგან დაცვის მიზნით სოციალურ ქსელში აქტიური კამპანია იყო გაჩაღებული. თბილისელები მოითხოვდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია დასასვენებელ ადგილად დარჩენილიყო. მილიარდერმა თბილისელების მოსაზრება გაითვალისწინა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის ეს პარკი ისეთივე მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება, როგორიცაა შეკვეთილში გაშენებული დენდროპარკი, სადაც ეგზოტიკური ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. დენდროპარკი ცნობილია იმითაც, რომ ივანიშვილს ორი წლის მანძილზე იქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გიგანტური ხეები გადაჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0