თბილისის მერია – „მიეჩვევიან“, ანუ რატომ „გაჩერდა“ ჭავჭავაძის გამზირი

© Sputnik / Viktor Kaminskyჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული საცობის ნაცვლად, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის ახალმა სქემამ პირველ დღეებში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. მაგრამ დედაქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს დროებითი მოვლენაა -  უბრალოდ მიჩვევაა საჭირო

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საცობები ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემის ამოქმედებიდან პირველივე დღეს, მძღოლების არაადაპტაციით იყო გამოწვეული, ასე ახსნა სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ჟურნალისტებთან თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

თბილისის ცენტრში გარემონტებულმა ჭავჭავაძის გამზირმა და მასზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  მოძრაობის ახალმა სქემამ უკვე მოასწრო მოწინააღმდეგეების არმიის შეძენა.

Обновленный проспект Ильи Чавчавадзе. Новые тротуары и транспортные потоки, выделенная полоса для двухколесного транспорта - Sputnik საქართველო
ქათინაურები თბილისის მერს: ჭავჭავაძეზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გავლა უკვე თამამად შეიძლება

ქუჩის რემონტის დროს საგრძნობლად იქნა გაფართოებული საფეხმავლო ზონა და შემცირებული გზის სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებებმა გზის ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლა.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად ავტობუსები გამზირზე ქუჩის შუაში მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ თავიდანვე გამოიწვია როგორც  მძღოლების, ასევე ფეხით მოსიარულეების უკმაყოფილება. მისი ამოქმედების პირველსავე დღეს თბილისის ცერტრალური პროსპექტი „გაჩერდა“- შექმნა უშველებელი საცობები.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. ასევე, მთელი შაბათ–კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა არსებულ ნაკადებთან მიმართებით და აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები“, - განაცხადა ბითაძემ.

„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტზე იმუშავებს, პირადი ავტომობილი პრიორიტეტი არაა

საქართველოში ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

ბითაძის თქმით,  ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია (გადადგმული) ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან ბითაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, ევროპის დიდი ქალაქების მაგალითებს გაეცნონ.

ჭავჭავაძის გამზირი სატესტო რეჟიმზე გადადის: მოსახლეობას სამდღიანი დისკომფორტი ელოდება>>

„დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში – პარიზი, მილანი, ამსტერდამი – ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია“, – აღნიშნა ბითაძემ.

Обновленный проспект Ильи Чавчавадзе. Новые тротуары и транспортные потоки, выделенная полоса для двухколесного транспорта - Sputnik საქართველო
ქათინაურები თბილისის მერს: ჭავჭავაძეზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გავლა უკვე თამამად შეიძლება

ვიცე–მერმა ასევე აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება „ერთი ხელის მოსმით არ მიღებულა“, ის დაფუძნებული იყო უცხოელი ექსპერტების დახმარებით ჩატარებულ სატრანსპორტო კვლევებზე

ქალაქის მთვარობის წარმომედგენლები არაერთხელ უსვამდნენ ხაზს - მათთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობამ ავტობუსები და მეტრო აირჩიოს და არა პირადი ავტომობილები.

ამიტომ, როგორც ქალაქის თავი აცხადებს, თბილისში ამისათვის ყველაფერი აუცილებელი კეთდება - შემოჰყავთ ახალი თაობის  ავტობუსები, მეტროს ძველი სადგურები და მატარებლის  ვაგონები  რემონტდება. სწორედ ეს, ქალაქის ხელისუფლების აზრით, დაეხმარება  დედაქალაქის საცობებისგან გადარჩენას და ეკოლოგიურ დაბინძურებას.

ყველა ახალი ამბავი
0