ჭავჭავაძის გამზირი სატესტო რეჟიმზე გადადის: მოსახლეობას სამდღიანი დისკომფორტი ელოდება

© Sputnik / Viktor Kaminskyჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია ჭავჭავაძის გამზირის განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

განახლებული ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა აღდგა

„ამ საათებში ჭავჭავაძის გამზირი ვარაზისხევიდან გიორგი წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სატესტო რეჟიმი აუცილებელია იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა წინასწარ დაანონსებული სქემის მიხედვით განხორციელდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ქუჩის ცენტრში გამოყოფილ შემხვედრ ზოლზე, თუმცა, მათთვის გამოყოფილ ზოლში. ახალი სქემა განკუთვნილია ქალაქის ტრანსპორტის შეუფერხერბლად გადაადგილებისთვის და იგი სრულად მორგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ექსპერიმენტის ინიციატორი ქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეს ავტობუსების მოძრაობას უფრო სწრაფს გახდის და დამატებით ე.წ. საცობებს არ შექმნის.

ილია ჭავჭავაძის გამზირის განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

ჭავჭავაძის გამზირის განახლება ქალაქის ბიუჯეტს 8,6 მლნ ლარი დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0