ვაკეში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარული ჭრა იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliფიჭვები პარკში
ფიჭვები პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 20 ივლისიდან სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და ტერიტორიაზე ჯამში 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ძველი სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Дендрологический парк в Шекветили - Sputnik საქართველო
ბუნების უჩვეულო სილამაზე: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი — ფოტო

გასული წლის იანვარში თბილისის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოჭრას 20 000 ხმობადი და დაავადებული ხე და ბუჩქი.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 20 ივლისიდან აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და ტერიტორიაზე ჯამში 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება. სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში მასიურად ხმება ხეები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ხოლო ხმები, თითქოს ხეებს სპეციალურად ახმობენ, რათა მათ ადგილზე მშენებლობები დაიწყოს, რეალობას არ შეესაბამება.

მისი თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „მწვანე პოლიტიკას“ და, შესაბამისად, მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი მცენარეები დაირგვება.

​„ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში დაირგო 91 471 ძირი ხე და ბუჩქი, მილიონ ძირზე მეტი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი; რეაბილიტირდა არაერთი პარკი და შადრევანი; მოეწყო და გამწვანდა გზაგამყოფი კუნძულები; ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია; განხორციელდა ფიტოსანიტარიული კვლევა და შეიწამლა 337 977 მწვანე ნარგავი; მტკვრის ორივე სანაპიროს დაუბრუნდა თბილისის მშვენება-ჭადრები; აღმაშენებლის გამზირს ნეკერჩხლის ხეები ამშვენებს“, - დაწერა კახა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე.
კიკვიძის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

მისი თქმით, თბილისს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი.

მერიაში ადრე განაცხადეს, რომ თბილისში ფიჭვების მასობრივი ხმობა კლიმატის გლობალური ცვლილების გარდა გამოწვეულია ასევე იმით, რომ ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დაირღვა აგროტექნიკური პირობები. ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. ამ კვლევებით გამოვლინდა, რომ მავნებელი Tomicus Destruens-ის მოსასპობად აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრები და სხვა ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0