შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, უკვე გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.
პარკის შესასვლელთან, რომლის სტუმრობაც სრულიად უფასოა, პირველსავე დღეს ვიზიტორთა უზარმაზარი რიგი დადგა. უკლებლივ ყველა სტუმარი აღტაცებული დარჩა.

პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული და 150–ზე მეტი უნიკალური ხეა თავმოყრილი

დენდროპარკში თითქოს ველური ბუნების სუნთქვა იგრძნობა. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი ბინადარი ცხოველები და 58 სახეობის ფრინველი — თუთიყუშიდან ვარდისფერ ფლამინგომდე.

პარკს გახსნისთანავე ასობით ადამიანი ესტუმრა

ბიძინა ივანიშვილი მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ხეებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც

პარკში შესვლა სრულიად უფასოა. აი, ასეთი რიგი დადგა გახსნის პირველსავე დღეს

დენდროპარკის ერთ–ერთი ბინადარია ლემური, რომელიც თითქოს შოკშია ამდენი ხალხისგან

პარკი იმდენად დიდია, რომ ასობით ადამიანის იქ ყოფნაც კი ვერ აქარვებს ხელუხლებელი, ველური ბუნების შეგრძნებას

დენდროპარკი ყოველდღე იმიშავებს — დილიდან საღამომდე

პარკში ვოლიერებსაც შეხვდებით, თუმცა ცხოველებისა და ფრინველების მნიშვნელოვანი ნაწილი მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში ბინადრობს

სხვათა შორის, პარკის ბინადრების გამოკვება სტუმრებს კატეგორიულად ეკრძალებათ

პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია სიგარეტის მოწევა და რაიმე სახის ტრანსპორტით მოძრაობა

აკრძალვა ვრცელდება ველოსიპედებზეც და ასევე გორგოლაჭებზეც

ახალ პარკში მხოლოდ ფეხით სეირნობაა ნებადართული

პარკში სტუმრობა ასევე არ შეიძლება შინაურ ცხოველებთან ერთად, ხოლო ბავშვები აუცილებლად უნდა აკონტროლონ მშობლებმა

ზაფხულობით პარკი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს, შემოდგომასა და გაზაფხულზე — 10:00–დან 18:00 საათამდე, ხოლო ზამთრობით — 11:00–დან 17:00–საათამდე