09:42 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1697)
48 0 0

დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ცნობილი  ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

მერიის ცნობით, ასევე, ცხადდება კონკურსი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და გასული საუკუნის ქართველი პოლიტიკოსის გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც განთავსდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში.

„კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა“, - აღნიშნულია უწყების გვერდზე.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება.

მერიის ცნობით, კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით.

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მ. კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება.

კონკურსებში მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ მერიის გვერდზეა განთავსებული

თემები:
თბილისი დღეს (1697)

მთავარი თემები