15:49 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1159)
79 0 0

დედაქალაქის მერია ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება – 1 ივნისიდან მუშაობას დაიწყებენ კომისიები, თანამშრომლები კი, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისის მუნიციპალური სამსახურები მუშაობას 1 ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებენ, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

მისი თქმით, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარება გახდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ ის სამსახურები მუშაობდნენ, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს უკავშირდებოდნენ.

„პარალელურ რეჟიმში მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ, სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან. მართალია, კორონავირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული შესაბამისობით ჩვენ შევძლებთ ცხოვრების ნორმალურ წესს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა კალაძემ. 

კალაძის სიტყვებით, 1 ივნისიდან აღდგება ადმინისტრაციული საჩივრების მიღება და განახლდება რიგი კომისიების სხდომები, მათ შორის – კულტურული ღონისძიებების დაფინანსების, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიების სხდომები.

ასევე განახლდება მერიის მუნიციპალურ სამსახურებში მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსები.

„აქ ასევე აუცილებელია ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რათა მოქალაქეებს კითხვები არ გაუჩნდეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოითქვა ის რეკომენდაციები, რომლებიც ძალაში 29 მაისიდან – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებისთანავე შევა. მგზავრები ვალდებული არიან დამცავი პირბადეები გამოიყენონ, ავტობუსებმა კი უნდა იმოძრაონ გამორთული კონდიციონერებითა და ღია ფანჯრებით, რათა ტრანსპორტი კარგად განიავდეს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1159)

მთავარი თემები