01:46 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1783)
120 0 0

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, 25 მაისიდან 15 ივნისამდე ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე. პარალელურად  ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ასევე მიმდინარეობს საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები) მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები.

„თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. გამზირზე საერთო ჯამში ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიურები. ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

თემები:
თბილისი დღეს (1783)

მთავარი თემები