11:44 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (203)
102 0 0

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. გარდა ამისა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურსაც.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე, რომელიც ადრე სოფიო ხუნწარიას ეკავა, ანდრია ბასილაია დაინიშნა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი ახალი მოადგილე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი (St. Lawrence University). 

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია. მას ამ დრომდე სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა და მის ანგარიშზე მრავალი წარმატებული პროექტია. ანდრია ნამდვილი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანია და მინდა ამ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო მას“, – განაცხადა კალაძემ.

ვიდრე სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებდა, ორი წლის მანძილზე ბასილაია ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება სოფიო ხუნწარიას, მას მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლიდან ეკავა და თავიდანვე გუნდის წევრი იყო. მან ამ დღეებში საკუთარი სურვილით მიიღო საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში გადასვლის გადაწყვეტილება.

მერის სიტყვებით, მისი ყოფილი მოადგილის ყველა პროექტი წარმატებული იყო. მათ შორის კალაძემ „თბილისობა“, საახალწლო დღესასწაულები და პროექტი „ღია ცის ქვეშ“ დაასახელა. 

გარდა ამისა, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. ვიქტორ წილოსანს მანამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის პოსტი ეკავა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სწორი საქალაქო პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ეს ძალზე მნიშვნელოვანი სამსახურია. ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც თბილისის გენგეგმა მიიღო. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არ დავუშვებთ სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. და მე შემიძლია ამასთან დაკავშირებით უამრავი მაგალითი მოვიყვანო, როგორიცაა, მაგალითად, კუს ტბაზე ან ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება წილოსანის წინამორბედს გიორგი ებანოიძეს, იგი საქმიანობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.

თემები:
თბილისის მერია (203)

მთავარი თემები