02:20 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1126)
7010

პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 ათასამდე მონაწილე. აქტივობების მიზანია,  ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები დისტანციურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის შვიდ სახეობაში, „თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა. ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს.

გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის Facebook-გვერდზე იხილავთ.

პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება.

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის;

 სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;

შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები.

სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება.

აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 ათასამდე მონაწილე. აქტივობების მიზანია,  ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1126)

მთავარი თემები