თბილისი, 10 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები დისტანციურად მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის შვიდ სახეობაში, „თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა. ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს.
გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის Facebook-გვერდზე იხილავთ.
პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება.
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის;
სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;
შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები.
სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება.
აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 ათასამდე მონაწილე. აქტივობების მიზანია, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში.