ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას აჩერებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები ფუნქციონირებას დროებით წყვეტენ და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვის-ცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება>>

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვის-ცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეძლებს მისაღებში ერთდროულად შესვლას.

„მისაღებში მოქალაქეებს, ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რადგანაც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება მთლიანად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც მერიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მომსახურება იზღუდება

ასევე ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცავით რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით აქ.

ყველა ახალი ამბავი
0