კახა კალაძე: C.Т. Park-ის ტექნიკასთან ერთად 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliზონალური პარკირება
ზონალური პარკირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლების მფლობელ კომპანიასთან კონტრაქტი 2018 წლის აპრილში გაწყვიტა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ C.Т. Park-ის ტექნიკასთნ ერთად 50 ათასი მოქალაქის ჯარიმაც გადმოიბარა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ასე უპასუხა ქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ C.Т. Park-თან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კალაძემ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება შეძლო. კალაძემ ოპოზიციის განცხადებებს სიცრუე უწოდა.

კომპანია CT Park-ის გაფრთხილება პარკირების წესების დაცვის თაობაზე - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ „სითი პარკს" კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადა

„ორი წელია, რაც ჩვენ ეს შეთანხმება გავწყვიტეთ, რომელსაც ვადა 2025 წელს გასდიოდა. ჩვენ თანხაზე მორიგება მოგვიწია, რომელიც უნდა ასახულიყო კომპანიის მოგებაზე. ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში რომ წასულიყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს – მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპანიას 4 300 ათას დოლარს გადავუხდით. ამ თანხაში ჩვენ გადმოვიბარეთ C.Т. Park-ის არა მარტო ტექნიკა, არამედ 50 ათასი მოქალაქის ჯარიმების ვალი, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის სიტყვებით, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნულ კომპანიასთან 2007 წელს გააფორმა ხელშეკრულება, ახლა ბიუჯეტის სახსრების მითვისებაშია ბრალდებული. მას მხედველობაში ჰყავდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

„მე მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები. ბრიფინგი გამართა კონკრეტულად იმ პარტიამ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი 50 მლნ ლარის მითვისებისთვის დააკავეს. C.Т. Park-თან შეთანხმება მაშინ გაფორმდა, როდესაც მას თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაიხადა თბილისის მერიამ 2007 წელს, როდესაც C.Т. Park-ს პარკინგის თემა დაავალეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც პარკინგის ოპერირების უფლება დღეს მინიმუმ 15-20 მილიონ ლარად გაიყიდება“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის სიტყვებით, „თბილისის პარკინგის“ მუშაობის ორი წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით დაახლოებით 22 მლნ ლარი მიიღო.

კალაძემ აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში C.Т. Park-მა 200 ათასი ჯარიმა გამოწერა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დედაქალაქის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა. კომპანიის ძირითადი შემოსავალი იყო მოქალაქეების ჯარიმები, მოსახლეობა უკანონოდ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებდა, სასამართლოში არაერთი სარჩელი შევიდა, აღნიშნა კალაძემ.

პარკირება - Sputnik საქართველო
დღეიდან პარკირების სისტემას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს

„ჩვენ მივიღეთ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება, რომელმაც ზიანი არ მიაყენა არც ბიუჯეტს და არც მოსახლეობას. დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პარკირებიდან შემოსულ თანხებს მივმართავთ ქალაქის გამწვანებაზე, არსებული ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასა და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ადრე განაცხადა, რომ ბევრი თბილისელია უკმაყოფილო C.Т. Park-ის მუშაობით. ჯარიმების გასაჩივრების შემთხვევების 99% სასამართლომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა. კალაძის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია უკანონოდ მოქმედებდა.

ამ დღეებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ C.T. Park-ს 4,3 მლნ დოლარი გადაუხადა და მისი მატერიალური აქტივები მიიღო, შესაბამისად, მერიასა და კომპანიას შორის დავა შეწყდა. თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კონტრაქტი გააუქმა კომპანია „სითი პარკთან", რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა. საპასუხოდ კომპანიამ სასამართლოს კონტრაქტის ნაადრევი შეწყვეტის სანაცვლოდ 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს მიღების მოთხოვნით მიმართა.

თბილისის მერიამ C.Т. Park-თან კონტრაქტი 2007 წლის დეკემბერში 2022 წლამდე ვადით გააფორმა. მაშინ ქალაქის მერი გიგი უგულავა იყო.

თბილისის შემდეგმა მერმა დავით ნარმანიამ არაერთხელ უწოდა აღნიშნულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას კაბალური, თუმცა საკითხის მოგვარება ვერ შეძლო.

„სითი პარკთან“ შეთანხმების დადებისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახსრების გაფლანგვისთვის ბრალდება წაუყენეს უკვე ყოფილ მერ გიგი უგულავას, რომელმაც კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ უგულავამ, რომელიც 2006-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და „სითი პარკს“ მიანიჭა „დაუსაბუთებული უპირატესობა“, რომელიც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის გზით კომპანიის შემოსავლების ხელოვნურ გაზრდაში გამოიხატებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0