05:07 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1518)
67220

სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. თბილისში, მომავალი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

მაია ბითაძის განცხადებით, ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება.

მერის მოადგილის  ინფორმაციით, ავტობუსები 150 მგზავრზეა გათვლილი.

„მერიის შუამდგომლობით, ერთ-ერთმა კომპანიამ სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა 18-მეტრიანი ავტობუსი, ეს არის დიდი გაბარიტების ავტობუსი, რომლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თბილისში მოსაწესრიგებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.

ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის ტიპის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.

გაზაფხულზე თბილისში MAN-ის მარკის 50 ერთეული ავტობუსი შემოიყვანეს. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე ოქტომბერში 60 ერთეული შემოიყვანეს.

როგორც MAN-ის, ისე ISUZU-ს მარკის ავტობუსები euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის საწვავზე მუშაობენ, ადაპტირებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავტობუსებში არის WiFi-ს ქსელი, ასევე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები. ავტობუსის სალონებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB-დამტენები.

კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება >>

ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს, ხოლო 2020 წელს ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

 

თემები:
თბილისი დღეს (1518)

მთავარი თემები