კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასა და ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის საკითხზე საუბრობს.
კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება
„მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანია. მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით აქვს ამოწურული, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან, რომ ახალ მიკროავტობუსებს შემოიყვანენ ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ორი კვირის ვადა მისცა, რათა შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოედგინა კონკრეტული გეგმა, რათა 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

ყველა ახალი ამბავი
0