06:34 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1818)
257 0 0

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, რომელიც აქამდე ეკუთვნოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტონომიურ ცენტრს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განკარგულერბაში გადადის

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება.

ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით.

ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები პუშკინის ქუჩიდან გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ კვლავ ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან და გაივლიან მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს.

ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ტრანსპორტის მსგავსად, გაივლის ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს.

კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდებიან. მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირს თაბუკაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო კოჯრის გზატკეცილის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებად ამაღლების ქუჩა N11 განისაზღვრება.

გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადაეცა >>

თბილისში აღარ იარსებებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტონომიური ცენტრი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გასულ წელს პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, რომელთა ავტორიც არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ გაერთიანდება ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან“.

თემები:
თბილისი დღეს (1818)

მთავარი თემები