21:03 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ახალი 2020 წელი (37)
86 0 0

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 იანვარს რამდენიმე საათით შეიზღუდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

„ალილოს“ ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს ან ფულს გადასცემენ, რაც შემდეგ უპოვართა, ობოლ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებს შორის ნაწილდება.

„სიყვარული და მშვიდობა“ - როგორ მიულოცეს ახალი წელი სელებრითებმა თავიანთ ხელმომწერებს >>

შეგროვებულ საჩუქრებს 7-8 იანვარს 12:00-დან 20:00 საათამდე გაანაწილებენ.

თემები:
ახალი 2020 წელი (37)

მთავარი თემები