15:55 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ქართული ახალი წელი (29)
79 0 0

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში 8 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში 8 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში.

ილუმინაცია და ნაძვის ხე: თბილისი ახალი წლისთვის ემზადება >>

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

თემები:
ქართული ახალი წელი (29)

მთავარი თემები