23:32 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
ქართული ახალი წელი (29)
164 0 0

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო ახალი 2020 წლისთვის მოსამზადებლად - ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. თბილისი ახალ 2020 წელს ახალი ილუმინაციებით ხვდება - დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო განათებებისა და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება“, - განაცხადა კალაძემ.

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

„ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება. ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - აღნიშნა კალაძემ.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში 8 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში.

დღესასწაული ზღვასთან: ბათუმში ნაძვის ხეს პირდაპირ ბულვარში დადგამენ >>

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

 

თემები:
ქართული ახალი წელი (29)

მთავარი თემები