„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მშენებლობა იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნეს-ომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მეტროს ერთ-ერთი სადგურის მშენებლობა იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გია კვარაცხელიას განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისის ქუჩებში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს >>

კვარაცხელიას განცხადებით, ბიზნეს-ომბუდსმენთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, მან სწორედ მეტროს ახალი სადგურების მშენებლობის საკითხი დააყენა.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის თქმით, მან პრემიერისგან მიიღო გარანტია, რომ ლილოში მეტროს სადგურის პროექტი განხორციელდება.

„მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მეტროს რვა სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება. ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება

თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე გასულ წელს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობდა. როგორც მან განაცხადა, დედაქალაქში აშენდება მეტროს მიწისზედა სადგურები სამგორიდან ლილოს მიმართულებით და ამისათვის შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენება იგეგმება.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა - 40 კილომეტრი, ხოლო მეორე ხაზის - 17.

ყველა ახალი ამბავი
0