ვინ „აკაჩავებს შმაქსისტებს“- „გირჩი“ და „შმაქსი“ საპროტესტო აქციაზე

© Sputnik / Alex Shlamovზურაბ ჯაფაიძე შმაქსის საჭესთან
ზურაბ ჯაფაიძე შმაქსის საჭესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თბილისის მერიის მიერ გატარებული ტაქსების რეფორმა გააპროტესტეს.

 

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიტიკური პარტია „გირჩის“,  „შმაქსისტებისა“ და მათმა მხარდამჭერების  საპროტესტო აქცია გამართა, აცნობეს Sputnik საქართველოს პარტიაში.

„შმაქსი" მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა, როგორც ტაქსის ალტერნატივაა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობის საფასურს, არამედ მძღოლებისაგან ლექციების მოსმენის ფასს. ამგვარად ოპოზიციონერებს სურთ გვერდი აუარონ ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ტაქსის მანქანა უნდა იყოს თეთრი და მარცხენა საჭით. კომპანია „შმაქსის“ წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.

პარტიის წევრები, მხარდამჭერებთან და „შმაქსისტებთან" ერთად, რესპუბლიკის მოედანზე 12:00 საათზე შეიკრიბნენ და იქიდან გაემართნენ კოლონით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.

ტაქსი - Sputnik საქართველო
„შმაქსი“ გამოძახებით მუშაობას იწყებს

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს როგორც „შმაქსისტებს“, ასევე, ტაქსისტებს და ასევე გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმაც.

პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს აქციის წევრების მოთხოვნები წერილობითი ფორმით გადასცა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პატრულმა „შმაქსისტებზე ნადირობა" უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო. ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „შმაქსისტები“ პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე უყვებიან, მათი უმეტესობა ჯარიმებს მაინც წერს.

„ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის „შმაქსმა“ შეიყვანა შეცდომაში" - ამბობს ჯაფარიძე. 

ამ დროისთვის 500-ზე მეტი „შმაქსისტია“ რეგისტრირებული. 

© Sputnik / Alex Shlamov„შმაქსის“ საპროტესტო აქცია თბილისში
ვინ „აკაჩავებს შმაქსისტებს“- „გირჩი“ და „შმაქსი“ საპროტესტო აქციაზე    - Sputnik საქართველო
„შმაქსის“ საპროტესტო აქცია თბილისში

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0