„ძალიან მძიმეა" – კახა კალაძე თბილისის მერობამ დაღალა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კალაძე მუშაობის მძიმე პირობების გამო მეორე ვადით თბილისის მერად კენჭისყრას აღარ აპირებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერი და საქართველოს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძე ჯერჯერობით ქალაქის თავის თანამდებობაზე მეორედ კენჭისყრას არ აპირებს, რადგან ძალიან უჭირს მერის ვალდებულებებისა და ოჯახზე ზრუნვის შეთავსება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახი კალაძე – „ქართული ოცნების“ კონკურენტი თუ მაშველი რგოლი?

კალაძეს თბილისის მერის პოსტი 2017 წლის ბოლოდან უკავია. მანამდე ის ენერგეტიკის მინისტრი იყო. წარსულში კახა კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, ის იტალიურ კლუბ „მილანში" თამაშობდა. ის ასევე არის პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2019 წლის სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, კალაძეს ყველაზე რეიტინგულ და წარმატებულ პოლიტიკოსთა შორის პირველი ადგილი უკავია.

„დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ვიტყვი „არას". იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია... ოჯახი მყავს, შვილები... ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, თბილისი განსხვავებული იყოს", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

როგორ ცხოვრობს კახა კალაძის ოჯახი წყნეთში შვიდ ძაღლთან ერთად – ფოტოები>>

თვითმმართველობის შემდეგი არჩევნები საქართველოში 2021 წელს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0