19:49 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1779)
98 0 0

ადგილობრივების განმარტებით, სავალი გზა, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს მეწყერსაშიშია, იქ სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა საფრთხის შემცველია და ამის დასადასტურებლად ექსპერტის დასკვნაც არსებობს

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ნომერ 127ა კორპუსის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება პირველი არხი.

აქციის მონაწილეობის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „m კვადრატს“ „სვეტი ნუცუბიძის“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების დასრულება მერიამ დაავალა. მათივე განცხადებით, კომპანია კანონით დადგენილზე უფრო მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს.

ადგილობრივების განმარტებით, სავალი გზა, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს, მეწყერსაშიშია, იქ სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა საფრთხის შემცველია და ამის დასადასტურებლად ექსპერტის დასკვნაც არსებობს.

აქციის მონაწილეებს თბილისის მერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარება მერიის პრიორიტეტია.

„მშენებლობის ახალი პარამეტრები დადგენილი იქნება მას შემდეგ, რაც მოხდება განვითარების გეგმების შეთანხმება „m კვადრატის“ მიერ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და ნაადრევია დასკვნების გაკეთება. იმედი გვაქვს, მოსახლეობა გაითვალისწინებს, რომ ყოველივე ეს კეთდება უკიდურესად მძიმე პრობლემის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების დახმარების მიზნით. გამონაკლისების გარეშე შეუძლებელი იქნება „სვეტის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა უამრავი დაზარალებული ოჯახის პრობლემის გადაწყვეტა და დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრება. გვჯერა, მოსახლეობა მხარს დაუჭერს მერიის ინიციატივებს“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივლისში დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჯიბლაძე და ჯანელიძე 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. ამას წინ უძღოდა 2018 წლის მაისში მენაშენეთა მიმართვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისადმი. მენაშენეების განცხადებით, მათ კომპანია „სვეტს" თანხები თბილისის ცენტრში ბინების მშენებლობისთვის გადასცეს, თუმცა კომპანიას ვალდებულებები არ შეუსრულებია.

დაკავების შემდეგ ჯიბლაძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია დაზარალებულებს თანხას უბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ქონებას ყადაღა დაადეს, თანხის გადახდა შეჩერდა.

მენაშენეებმა თანხის დაბრუნების ან ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.

თემები:
თბილისი დღეს (1779)

მთავარი თემები