კალაძე: სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500 ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებულ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
კალაძე: სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500 ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს, სამშენებლო კომპანია m2-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ერთობლივად პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500-მდე ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტთან“ დაკავშირებული დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0