ტაქსის რეფორმა თბილისში - „Sputnik საქართველოს" მკითხველთა აზრი

გამოწერა
რესპონდენტების გარკვეული ნაწილის აზრით, ყველა რეფორმას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგი აქვს

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik" საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს გვერდზე ჩატარებულ ონლაინ-გამოკითხვაში, თბილისში ტაქსის რეფორმას აფასებს როგორც ქალაქის მთავრობის მხრიდან დროულად გადადგმულ ნაბიჯს.

რესპონდენტების 52,3% აღნიშნულ რეფორმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს რომ ეს სფერო ადრე უნდა მოწესრიგებულიყო.

გამოკითხვაში მონაწილეთა 28,6% რეფორმას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად „მგზავრები და თავად ტაქსის მძღოლები დაზარალდნენ". რესპონდენტების 14,3% კი თვლის, რომ „ყველა რეფორმას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგი აქვს".

კითხვაზე, „რა აზრის ხართ თბილისში ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით?" რესპონდენტების 4,8%-მა უპასუხა - "სულერთია, არ ვმგზავრობ ტაქსით".

თბილისის ტაქსი - Sputnik საქართველო
სალონის ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერი – მორიგი საჩუქარი ტაქსის მძღოლებისთვის

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. თუმცა, აღნიშნული შემოწმება ლიცენზიის მქონე მძღოლების ავტომანქანებიდან მხოლოდ 70%-მა გაიარა.

მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა. მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მძღოლებს, რომელთა ავტომობილებმაც ტექდათვალიერება გაიარეს. დღეისთვის თბილისში А კატეგორიის 7,7 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,8 ათასი ტაქსი მოძრაობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე შეძლებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0