მერიას თბილისის ზღვის დაბინძურებაზე მკაცრი რეაგირება ექნება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშითბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისში სასმელი წყალი ყველა ნორმასა და სტანდარტს შეესაბამება

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ თბილისის ზღვაში ფეკალური მასები ჩაედინება, განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საქალაქო მთავრობის სხდომაზე.

გასულ კვირაში თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დაავალა შეამოწმონ, ჩაედინება თუ არა ფეკალური მასები თბილისის ზღვაში.

„გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ვიწყებდით ფიზიკურ სამუშაოებს. პირველივე დღესვე მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რომელიც სავარაუდოდ იყო მასშტაბური ჩაედინება. მას მოყვა მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა ხმალაძემ.

მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ინსპექტირების ჯგუფი, რომელშიც შედიან მუნიციპალური ინსპექციის, GWP-ის, „თბილსერვის ჯგუფის“ და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გააგრძელებს მუშაობას დარღვევების და წყალსაცავში უკანონო ჩადინებების გამოსავლენად.

„ყველა გამოვლინებაზე იქნება მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება, ამას მოყვება გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც. ასევე კომუნიკაცია მოგვიწევს კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც მოგვიწევს გათხრითი სამუშაოები, თუმცა ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევა არც ერთ ნაბიჯს უკან არ დავიხევთ. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საჭირო იქნება დარღვევის გამოსავლენად", - განაცხადა ხმალაძემ.

ონკანი - Sputnik საქართველო
უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის დალევა თბილისში?

თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს წყლის ხარისხზე. თბილისის წყალსაცავი სასმელი წყლით ქალაქის უდიდეს ნაწილს ამარაგებს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ზღვის სიგრძე დაახლოებით 9 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1.85 კილომეტრია. სიღრმე - 45 მეტრი. იგი ექსპლუატაციაში 1953 წელს შევიდა.

უსაფრთხოა თუ არა თბილისის ზღვაში ცურვა? სპეციალისტებმა წყლის ხარისხი შეამოწმეს >>

ადრე წყალსაცავი იკვებებოდა მხოლოდ მდინარე ივრის წყლით, ხოლო ჟინვალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ - ასევე  მდინარე არაგვის წყლით. GWP-ს მონაცემების თანახმად,  თბილისის წყალმომარაგებისთვის მას სარეზერვო დანიშნულება გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0