უსაფრთხოა თუ არა თბილისის ზღვაში ცურვა? სპეციალისტებმა წყლის ხარისხი შეამოწმეს

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა წყალსატევში რამე მავნე ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისის წყალსაცავში, ე. წ. თბილისის ზღვაში წყალი სუფთაა და იქ ცურვა უსაფრთხოა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით სააგენტოს სპეციალისტები თბილისის წყალსაცავის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას ამოწმებდნენ. ამ პერიოდში დაშვებული ნორმების გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ ყოფილა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
უცხოელი და ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს ჩაატარებენ

უფრო ადრე სპეციალისტებმა წყლის ხარისხი ლისისა და კუს ტბებზე შეამოწმეს, სადაც ასევე არ არის აღმოჩენილი მავნე ნივთიერებები.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტოს სპეციალისტები განაგრძობენ წყლის ხარისხის შემოწმებას მთელი საცურაო სეზონის განმავლობაში - მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.

წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე.

ყველა ახალი ამბავი
0