07:37 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
კახა კალაძე

კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა

© photo: Kakha Kaladze / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1413)
108 0 0

წვეულებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუმრად მყოფი დელეგაციები და საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა.

წვეულებას ასევე საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ სტუმრებს „თბილისობა" მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მეგობრებისა და პარტნიორების ძალისხმევით, თბილისი უფრო განვითარებული და მიმზიდველი გახდება.

„მინდა, მოგილოცოთ „თბილისობის" დღესასწაული... თქვენი, თბილისის მეგობრების ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, ის გავხადოთ კიდევ უფრო განვითარებული და უფრო მიმზიდველი ყველასთვის. ძვირფასო მეგობრებო, ამ საზეიმო მიღებას დღეს ესწრებიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმული და ღვაწლმოსილი თანამშრომლები. ეს ადამიანები გუშინ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდნენ. აქ ჩვენთან ერთად იმყოფება ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის მერი იყო, ბატონი ნიკო ლეკიშვილი და ისიც გახდა საპატიო თბილისელის ორდენის მფლობელი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ამ ადამიანებს და მადლიერება გამოვხატო იმ საქმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების და პარტნიორობის იუბილეებს, რომელიც წლევანდელ თბილისობასთან ერთად აღინიშნა. განსაკუთრებით მან გამოყო ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილე და ქალაქ ლიუბლინთან დაძმობილების 5 წლისთავი.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევანის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები.

დღევანდელი ღონისძიების პარალელურად, ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.

თბილისის ფერები: ქალაქის დღე ფოტოებში >>

5-6 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში ყველასათვის საყვარელი დღესასწაული - „თბილისობა“ აღინიშნა. პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

თემები:
თბილისი დღეს (1413)

მთავარი თემები