სამშენებლო აფერის ასობით მსხვერპლი თბილისში ბინას მიიღებს

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია შეუთანხმდა კომპანია m2-ს, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს "სვეტის" ვალდებულებები და ააშენოს სახლები 2,5 ათასი მოტყუებული ოჯახისთვის.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დეველოპერული კომპანია „სვეტის" სამშენებლო აფერის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 2,5 ათასი ოჯახი თბილისში ბინებს მაინც მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

პროკურატურა: „ცენტრ–პოინტის“ ხელმძღვანელობამ 20 მლნ აშშ დოლარამდე გაფლანგა>>

მშენებლობას კომპანია m2 აწარმოებს. ის აიღებს თავის თავზე თბილისში კომპანია „სვეტის" სამი შეჩერებული პროექტის დასრულებას.

„2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს... ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს", – განაცხადა კალაძემ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარია. მშენებლობა პროექტების შეთანხმებისა და მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისთანავე დაიწყება. სამუშაოების დასრულება სამი წლის განმავლობაში იგეგმება.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სამშენებლო აფერა თბილისში – კომპანია „სვეტის" დამფუძნებელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივლისში დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჯიბლაძე და ჯანელიძე 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. ამას წინ უძღოდა 2018 წლის მაისში მენაშენეთა მიმართვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისადმი. მენაშენეების განცხადებით, მათ კომპანია „სვეტს" თანხები თბილისის ცენტრში ბინების მშენებლობისთვის გადასცეს, თუმცა კომპანიას ვალდებულებები არ შეუსრულებია.

დაკავების შემდეგ ჯიბლაძემ განაცხადა, რომ მისი კომპანია დაზარალებულებს თანხას უბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ქონებას ყადაღა დაადეს, თანხის გადახდა შეჩერდა.

მენაშენეებმა თანხის დაბრუნების ან ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0